მგზავრების ხელბარგში, რომლებიც საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილდებიან, ხშირად ისეთი საგნებია, რომლებიც COVID-19-ის ყველაზე მეტად გადამტანია, ვიდრე სხვა ნივთები.
ბრიტანელი ავიაექსპერტი მარტინ ლინდსტორმი განმარტავს, რომ ამ მხრივ ყველაზე საშიში პასპორტია. “საპასპორტო კონტროლის ადგილი – აეროპორტში ამ მხრივ ყველაზე საშიშია”, – აცხადებს ის.
სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ აუცილებლად უნდა დასუფთავდეს პასპორტი, ყველა სახის საბუთი და ხელები.
ასევე კიდევ ერთი ნივთი, რომელიც მგზავრის ხელბარგშია და შესაძლოა ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავდეს COVID-19-ის ნაწილაკებს – ტელეფონია.
”ჩათვალეთ, რომ სმარტფონი ხელის გაგრძელებაა და სისტემატიურად მოახდინეთ მისი დეზინფექცია”, გვირჩევს ლინდსტრომი.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ მგზავრის გარშემო სისუფთავის დაცვა, ეს უკვე თავად მგზავრის პრეროგატივაა და მასზე აქტიურად უნდა ზრუნავდეს. ამისათვის კი მგზავრს ჩანთაში ყოველთვის უნდა ქონდეს შესაბამისი მოცულობის სადენზიფეციო საშუალებები.
”როგორც კი თვითმფრინავის ბორტზე თქვენს სავარძელთან აღმოჩნდებით, აუცილებლად გაწმინდეთ უსაფრთხოების ღვედის ბალთა, ზედა და ქვედა საყრდენი, მაგიდა და მისი საკეტი და სენსორული ეკრანი”, – გვირჩევს ექსპერტი.