COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემდეგ იორდანიასა და საქარველოს შორის პირველი ჩარტერული რეისები განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამანი-თბილისი-ამანის საჰაერო ხაზზე რეისები 14 და 19 აგვისტოს განხორციელდება. ორივე რეისის დროს მგზავრების ტრანსპორტირება მოხდება მხოლოდ თბილისი-ამანის მიმართულებაზე, ანუ ამანი-თბილისის რეისზე თვითმფრინავი მოფრინდება ცარიელი და საქართველოდან (თბილისი-ამანის რეისით) წაიყვანს მგზავრებს.
14 აგვისტოს დაგეგმილ რეისს ავიაკომპანია FLY JORDAN-ი მოემსხურება, ხოლო 19 აგვისტოს დაგეგმილ ფრენას კი JORDAN AVIATION-ი.
14 აგვისტო – FLY JORDAN-ი
მოფრენის დრო – 18:30 საათი
გაფრენის დრო – 19:30 საათი
მოფრინდება ცარიელი, საქართველოდან წაიყვანს მგზავრებს
19 აგვისტო – JORDAN AVIATION-ი
გაფრენის დრო – 21:00 საათი
გაფრენის დრო – 22:00 საათი
მოფრინდება ცარიელი, საქართველოდან წაიყვანს მგზავრებს.