COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილი კრიზისს ფონზე ქართული საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ი მზადაა საავიაციო სექტორის მოთამაშეებს უფასო კონსულტაციები გაუწიოს. 

“ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ, რაც შეიძლება მალე დავძლიოთ COVID-19-გან გამოწვეული კრიზისი. პირადად მე და ჩვენი კომპანია მზად ვართ, საავიაციო სექტორში მომუშავე კომპანიებს უანგაროდ გავუწიოთ  ნებისმიერი ტიპის კონსულტაცია თუ დახმარება”, აცხადებს Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური.

მისი განმარტებით, თანამშრომლობა აუცილებლად დაფუძნებული იქნება კონფიდენციალურობის პრინციპზე და კლიენტის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია იქნება დაცული.

Aero Georgia Group-ი მზადაა ამ კომპანიებს კრიზისის დროს მართვაში დაეხმარონ და ასევე მონაწილეობა მიიღონ ე.წ. “გადატირთვის” პროგრამის შემუშავებაში, რაც თავის მხრივ ამ კონკრეტული კომპანიისთვის კრიზისიდან გამოსვლის მთავარი სამოქმედო გეგმა იქნება.