ინდური ავიაკომპანია Air India საქართველოს მიმართულებით 30 ივლისს მორიგ რეისს განახორციელებს. ფრენა დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე განხორციელდება და Air India საქართველოდან ინდოეთის მოქალაქეების გაყვანას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ დელი-თბილისი-დელის მიმარულებაზე ეს Air India-ს რიგით მესამე რეისი იქნება, ხოლო რაც შეეხება ინდოეთ-საქართველოს შორის – მეოხე.
აღსანიშნავია, რომ Air India-მ მუმბაი-თბილისი-მუმბაის საჰაერო ხაზზე პირველი სპეცრესი 26 ივნისს შეასრულა, ხოლო დელი-თბილისი-დელის მიმართულებაზე კი რიგით პირველი სპეცრეისი 27 მაისს, ხოლო მეორე 30 ივნისის განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი, რეგულარული ფრენები არ ხორციელდება.