COVID-19-ის პანდემიის ფონზე საერთაშორისო ტურიზმი 1990 წლის დონეზე დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაში (UNWTO) აცხადებენ.
UNWTO-ს ბოლო მონაცემებით, იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტურისტულ მიმართულებებს 900 მლნ-ით ნაკლები ვიზიტორი ეწვია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს კი 10 თვის განმავლობაში საერთაშორისო მიმოსვლის სტატისტიკის 72%-იანი ვარდნის ეკვივალენტურია.
UNWTO-ს შეფასებებით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი (-82%) დაზარალდა. შემდეგ მოდიან ახლო აღმოსავლეთი (-73%), აფრიკა და ევროპა (-69%), ამერიკა (-68%).
იმავდროულად, კრიზისმა საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრია 935 მილიარდი დოლარის აზარალა, რაც 10-ჯერ მეტია 2009 წელის მსოფლიო ფინანსური კრიზისით მიღებულ ზარალთან შედარებით.
UNWTO-ს პროგნოზით, 2020 წელს საერთაშორისო მიმოსვლის კლება 70-75%-ი იქნება, რაც მსოფლიო ტურიზმს 30 წლის წინ არსებულ დონეზე დააბრუნებს. ეს კი საერთაშორისო მიმოსვლის სტატისტიკას 1 მლრდ-ით აზარალებს, ხოლო გლობალური ტურიზმისთვის კი 1.1 ტრილიონი დოლარის დანაკარგი იქნება, რაც თავის მხრივ გლობალურ მშპ-ს 2 ტრილიონი დოლარით აზარალებს.
ორგანიზაციის ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ინდუსტრია გამოჯანმრთელდება 2021 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს.