უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის თანადამფუძნებლისა და თანამესაკუთრის ალექსანდრ ალბას თქმით, კომპანია გაკოტრების წინაშე დგას და 1300 მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი შეიძლება შრომის ბირჟაზე აღმოჩნდეს.
COVID-19-ის პანდემიამ SkyUp Airlines-ი, სხვა ავიაკომპანიების მსგავსად სერიოზულად დააზარალა. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია პენდემიას 1,5 წლის შეხვდა, ის ამ პერიოდში, ბრიტანული The Anker Report-ის ვერსიით, ევროპის დინამიურად მზარდი ავიაკომპანიების რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მოხვდა.
“გასულ წელს გადასახადებისა და მოსაკრებლების სახით 200 მლნ გრივნა გადავიხადეთ. მიმდინარე წელს 400 მლნ გრივნა უნდა გადაგვეხადა. ამის სანაცვლოდ დღეს გაკოტრება გვემუქრება, ხოლო სახელმწიფოს მინუმ 100 მლნ გრივნა იმის გამო, რომ ჩვენი 1300 მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი შრომის ბირჟაზე აღმოჩნდება”, განაცხადა SkyUp Airlines-ის თანამფლობელმა.
მისივე თქმით, SkyUp Airlines-თვის ძალიან რთულია კონკურენცია გაუწიოს უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც თავიანთი მთავრობებისგან დახმარებას იღებენ.
”ჩვენ კონკურენციაში ვართ Wizz Air-თან, რომელმაც 440 მილიონი ფუნტის ფინანსური დახმარება მიიღო. ეს თიტქმის 800 მლნ დოლარია. დღეს კი ისინი დაფრინავენ 20-30-40 მგზავრის დატვირთვით. Lufthansa-მ 9 მლრდ ევრო მიიღო. Air France-მ და KLM-მა 12 მლრდ. ზოგი ქვეყანა უზრუნველყოფს სუბსიდირებას შიდა ფრენებისთვის. ჩვენს ქვეყანაში კი შიდა ფრენები კვლავ ექვემდებარება დღგ-ს, რის გამოც ვარშავის მიმართულებით ფრენა უფრო იაფია, ვიდრე ქვეყნის შიგნით”, – განაცხადა ალექსანდრე ალბამ.
მისივე განმარტებით, ავიაკომპანიამ მთავრობას სესხისთვის უკვე მიმართა.