ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ს COVID-19-ის პანდემიის გამო, 2020 წლის აპრილ-სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 80%-ით, 17,1 მლნ მგზავრამდე შეუმცირდა. იმავდროულად ავიაკომპანიის დატვირთულობის მაჩვენებელმა 24%-ით დაიკლო და 72%-ი შეადგინა.
ამავე პერიოდში კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,18 მლრდ ევრო შეადგინა, რაც 78%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.
Ryanair–ის საოპერაციო ხარჯებმა 1,35 მლრდ ევრო შეადგინა, ხოლო წმინდა ზარალმა 197 მლნ ევრო.
ცხადია ავიაკომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე გავლენა იქონია მარტიდან ივნისის ბოლომდე ფრენების თითქმის სრულმა შეჩერებამ. სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მიერ დაწესებული რეგულაციების დონზე ავიაკომპანიას რეისების გაუქმება მოუწია.