2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიო ავიაცია შემოსავლის 314 მლრდ დოლარს დაკარგავს. აღნიშნულ პროგნოზს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში (IATA) აკეთებენ. IATA-მ საკუთარ პროგნოზს კიდევ ერთხელ გადახედა და მოსალოდნელი ზარალის პროგნოზი განაახლა. 24 მარტის პროგნოზით, IATA-ში მიიჩნევდნენ, რომ პანდემია მსოფლიოს ავიაკომპანიებს 252 მლრდ დოლარით აზარალებდა.
IATA -ში ფირობენ, ასეთი დანაკარგი ნიშნავს, რომ სამგზავრო გადაყვანებიდგან შემოსავლები 55%-ით შემცირდება, საჰაერო გადაყვანების მოცულობა კი 48%-ით.