გერმანიის მთავრობა მზადაა ავიაკომპანია Condor-ის მართვა საკუთარ თავზე აიღოს. ასეთი ინფორმაცია მას შემდეგ გაჟღერდა, რაც LOT Polish Airlines-ის მიერ Condor-ის შერწყმის საკითხი განიხილეს. წინასწარი ინფორმაციით, COVID-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის ფონზე მოსალოდნელია, რომ LOT Polish Airlines-მა საბოლოოდ გარიგებაზე უარი თქვას.
მიუხედავად იმისა რომ გარიგება ჯერჯერობით ძალაშია, გერმანიის მთავრობა მოსალოდნელ შედეგებს წინასწარ განიხილავს. ვითარება მეტად რთულია და სიტუაცია შესაძლოა Condor-ის გაკოტრებაც კი მივიდეს.
შეგახსენებთ, რომ Condor-ი წარმოადგენს Thomas Cook-ს დანაყოფს, რომლის გაკოტრების შესახებ ინფორმაცია 2019 წლის სექტემბერში გაჟღერდა.
მაშინ 380 მლნ ევროს კრედიტმა ავიაგადამზიდავი გადაარჩინა და მან არსებობა შეძლო.