COVID-19-ის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან შეიზღუდა შვედეთის სამეფოში უცხო ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების შესვლა.

შეზღუდვა არ ვრცელდება:

  1. ევროკავშირის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, ანდორას, მონაკოს, სან-მარინოს და შვეიცარიის მოქალაქეებზე;
  2. შვედეთის ან ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების გრძელვადიანი რეზიდენტის სტატუსის მქონე პირებზე;
  3. შვედეთის ან ევროკავშირის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, ანდორას, მონაკოს, სან-მარინოს და შვეიცარიის ბინადრობის ნებართვის მფლობელ პირებზე;
  4. შვედეთის ეროვნული ვიზის მფლობელ ან ევროკავშირის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, ანდორას, მონაკოს, სან-მარინოს და შვეიცარიის 3 თვეზე უფრო ხანგრძლივი ვიზის მფლობელ პირებზე;
  5. შვედეთის მოქალაქის ოჯახის წევრებზე;
  6. ავსტრალიაში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში, რუანდაში, სინგაპურში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდსა და ურუგვაიში მცხოვრებ პირებზე;

შვედეთის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვა, ასევე, არ ეხება გადაუდებელი საჭიროების გამო ან საკვანძო ფუნქციების შესასრულებლად შვედეთში მიმავალ პირებზე.

კერძოდ:

–          სამედიცინო სფეროს თანამშრომლებზე და ჯანდაცვის სფეროს მკვლევარებზე;

–          მესაზღვრეებზე;

–          სოფლის მეურნეობის, სატყეო და მებაღეობის სფეროში სეზონური სამუშაოების შესასრულებლად მიმავალ პირებზე;

–          ტვირთების გადამზიდავი საერთაშორისო სატრანსპორტო და სხვა სატრანსპორტო საშუალებების პერსონალზე;

–          საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებზე ან მათი ეგიდით მოწვეულ პირებზე;

–          ტრანზიტით მიმავალ პირებზე;

–          მეზღვაურებზე;

–          ოჯახური მდგომარეობის გამო მომავალ პირებზე;

–          საერთაშორისო დაცვის საჭიროების ან სხვა ჰუმანიტარული მიზნებით მომავალ პირებზე;

–          სასწავლებლად მომავალ პირებზე;

–          მაღალი კვალიფიკაციის მუშა ხელზე, ან იმ შემთხვევებზე, როდესაც უცხოელის მიერ შესასრულებელი სამუშაოს გადადება ან დისტანციურად შესრულება შეუძლებელია