თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა (THY) COVID-19-ის პანდემიის გამო, 2020 წლის მეორე კვარტალში 2,23 მლრდ თურქული ლირის ($315,9 მლნ)  მოცულობის სუფთა ზარალი განიცადა.

ავიაკომპანიის მონაცემებით, Turkish Airlines-ის ბილეთების გაყიდვების მაჩვენებელი მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 67%-ით დაეცა.

აპრილსა და მაისში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, Turkish Airlines-ი იძულებული გახდა შეეჩერებინა ყველა შიდა და საერთაშორისო რეგულარული ფრენები.

ავიაკომპანიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში ავიაკომპანიის სუფთა ზარალმა 4.26 მლრდ თურქული ლირა შეადგინა. ეს იმ ფონზე, როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში Turkish Airlines-მა 133 მლნ თურქული ლირის მოცულობის მოგება მიიღო.