ავიაკომპანია Air France-KLM-ის ხელმძღვანელის ბენჟამინ სმიტის განმარტებით, საავიაციო გადასახადის ამოქმედება, იმ ეკონომიკური შედეგების გამო, რაც მსოფლიოს COVID-19-მა მოუტანა, უნდა გადავადდეს.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა საფრანგეთის მთავრობას მოუწოდა, რომ ე.წ. “მწვანე გადასახადის” ამოქმედების თარიღს გადახედოს და გადაავადოს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი საავიაციო გადასახადის შემოღებას მიმდინარე წლიდან გეგმავს. ინიციატივის თანახმად, ეკონომ-კლასის მგზავრები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართულებით გაემგზავრებიან 1.5 ევროს გადაიხდიან, ხოლო ევროკაშირის საზღვრებს მიღმა გამგზავრების შემთხვევაში აღნიშნული გადასახადი 3 ევრო იქნება. პროპორციულად აისახება გადასახადი ბიზნეს კლასის მგზავრებზეც – 9 ევროს გადაიხდიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართულებით გამგზავრებისას და 18 ევროს ევროკაშირის საზღვრებს მიღმა გამგზავრების შემთხვევაში.
ეკოგადასახადი ავიაკომპანიების მხრიდან გარემოზე ზიანის მიყენების მაკომპენსირებელ მექანიზმად არის მიჩნეული, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ატმოსფეროში ნახშიროჟანგის გამოყოფის შემცირებას.