IATA-ს გათვლებით, COVID-19-ის გავრცელების ფონზე, მსოფლიო ავიაკომპანიებს 2020 წელს მგზავრთნაკადიდან შემოსავალი 252 მლრდ დოლარით შეუმცირდებათ, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 2-ჯერ მეტია.

IATA-ს მონაცემებითვე, ეს ნიშნავ იმას, რომ ავიაკომპანიებს გასულ წელთან შედარებით მგზავრთნაკადიდან შემოსავლები 44%-ით შეუმცირდებათ, რაც თავის მხრივ განპირობებულია გლობალური ტრაფიკის 28%-ით და ასევე მომგებიანობის შემცირებით.

IATA-ს ანალიზის თანახმად, COVID-19ყველაზე დიდი ზიანს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ავიაკომპანიებს აყენებს, ამ ეტაპისათვის საუბარია 88 მლრდ დოლარზე (2019 წელთან შედარებით). “დაზარალებულების” რეიტინგში მეორე ადგილზეა ევროპული ავიაკომპანიები, რომელთა ზარალიც ამ დროისათვის 76 მლრდ დოლარითაა განსაზღვრული. მესამე ადგილზე კი სამხრეთ ამერიკის ავიაკომპანიებია, რომელთა ზარალიც 50 მლრდ დოლარით განისაზღვრა.


IATA-ს ხელმძღვანელი COVID-19-ს “ყველაზე ღრმა კრიზისს” უწოდებს, რაც კი სექტორს ოდესმე შეხებია.

მისივე განმარტებით, საჭიროა რომ მსოფლიოს მთავრობებმა სწრაფად იმოქმედონ ავიაკომპანიებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაკომპანიების თითქმის ნახევარი “მოკვდება”.