Copa Airlines-ის კუთვნილმა ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდმა პანამაში, პანამა-სითის აეროპორტში დაშვებისას, დასაფრენი ბილიკიდან გადაუხვია.

არსებული ცნობებით, ამის მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა. ავიაკომპანია რეისს, ნომრით CM135 მეხიკოდან ასრულებდა. ბორტზე მყოფი მგზავრებისა და ეკიპაჟის ევაკუაცია უვნებლად განხორციელდა.