გერმანულმა ავიაკომპანია Condor Airlines-მა ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ოპერირება დროებით შეაჩერა. ავიაკომპანიის საიტზე ბილეთები ხელმისაწვდომია მხოლოდ 6 მარტიდან.
ირკვევა, რომ მარტსა და აპრილში ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში 1 სიხშირით ყოველ ორშაბათს განახორციელებს, ხოლო მაისიდან კვირაში 2 სიხშირით (ორშაბათი, პარასკევი).
Condor Airlines-მა ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ოპერირება 2 მაისიდან კვირაში 2 სიხშირით დაიწყო და ოქტომბრის ბოლომდე ასრულებდა.
ავიაკომპანია მგზავრებს, ფრანკფურტიდან ტრანზიტულ რეისებს მსოფლიოს 90 ქალაქში სთავაზობს, მათ შორის არის 16 მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატებსა და კანადაში.
Condor Airlines-ი 1955 წელს ფრანკფურტში დაარსდა, ავიაკომპანია გერმანიის ცხრა უმსხვილეს ქალაქიდან ასრულებს ფრენებს და წელიწადში ცხრა მილიონ მგზავრს ემსახურება. Condor-ის საავიაციო პარკში დღეისათვის 50 საჰაერო ხომალდია.
დღეისათვის გერმანიიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენებს ორი ავიაკომპანია Lufthansa (მიუნხენი) და Eurowings-ი (დუსელდროფი) ასრულებენ.