Condor-ი ავიაპარკის შევსებას აანონსებს. გერმანულმა ჩარტერულმა ავიაკომპანია Condor-მა გადაწყვიტა Airbus-ს დამატებითი A330-900-ები შეუკვეთოს. ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ უკვრ შეუკვეთა სამი დამატებითი A330neo, რომელთა მიწოდება 2026 და 2027 წლებშია დაგეგმილი.
მთლიანობაში, სალიზინგო ხელშეკრულებების გათვალისწინებით, Condor აპირებს მიიღოს 21 ერთეული A330-900 თვითმფრინავი. ამ დროისთვის ავიაკომპანიას ათი ასეთი თვითმფრინავი ჰყავს.