საფრანგეთის მთავრობის წინადადებით, ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ, მხარი დაუჭირა მოკლე დისტანციაზე შიდა ფრენების აკრძალვას. როგორც Le Figaro წერს, გადაწყვეტილება მიღებული იქნა ქვეყნის ზოგადი სტრატეგიის მიხედვით ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების შესახებ.

ახალი აკრძალვა საფრანგეთის სენატმა უნდა დაამტკიცოს თუ ეს მოხდება, საბოლოო კენჭისყრა ჩატარდება ეროვნულ ასამბლეაში, რომელიც საბოლოოდ დააკანონებს აკრძალვას. 

თუ დოკუმენტი დამტკიცების ყველა ეტაპს ორ პალატაში გაივლის, ავიაკომპანიები საფრანგეთის ქალაქებს შორის ფრენებს ვერ შეძლებენ, თუ კი მათ შორის მოხვედრა მატარებლით 2.5 საათშია შესაძლებელი. შესაბამისად, ავიაკომპანიებს აღარ შეეძლებათ ფრენა პარიზს, ნანტს, ლიონს ან ბორდოს შორის.

ავიაკომპანიებმა კანონპროექტი გააკრიტიკეს, მას ინდუსტრიული კრიზისის ფონზე უადგილოც კი უწოდეს. ამ აკრძალვის გარეშე საჰაერო ტრანსპორტირების ბაზრის 2019 დონემდე მხოლოდ 2024 წლისთვის იყო ნავარაუდევი.