15 სექტემბრიდან, კვირაში 3 სიხშირით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია AIR CHINA დაიწყებს. ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით BOENG 737-800 ხომალდით იფრენს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან აქტიური მოლაპარაკებები საავიაციო ფორუმ Routes Asia-2024-ის ფარგლებში გამართა. AIR CHINA-ს წარმომადგენლები ორდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებიან და საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით, ყველა ჩართულ მხარესთან შეხვედრებს მართავენ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში გამართულ პრეზენტაციაზე ავიაკომპანიის წარმომადენლებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზარდა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ჩინურ ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები AIR CHINA-თან, რომ ურუმჩის გარდა ჩინეთის სხვა მიმართულებებითაც დაიწყოს საქართველოში ოპერირება.
,,ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გვყავდეს ბაზარზე ჩინეთის ყველაზე მსხვილი ავიაგადამზიდი, როგორიცაა AIR CHINA. მათ 905 ხომალდი ჰყავთ ფლოტში, როგორც BOENG-ის, ისე AIRBUS ტიპის ხომალდები. ეს არის მეორე ჩინური ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს. უვიზო მიმოსვლის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების ყოველდღიურად შესრულება დაიწყო CHINA SOUTHERN AIRLINES-მა. 2024 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი და არაპირდაირი მგზავრთნაკადის ოდენობამ 45 ათასი მგზავრი შეადგინა. რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენს ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადი რეკორდული იქნება,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია ოპერირების დაწყებას პეკინიდან, შანხაიდან და გუანჯოუდან გეგმავს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, Air China-ს წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოინახულეს, ასევე სანავიგაციო კოშკურა.
Star Alliance-ის წევრი, 69 წლის წინ დაარსებული AIR CHINA ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა. ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ახორციელებს.
მთავარი აეროპორტები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გვყავდეს ბაზარზე ჩინეთის ყველაზე მსხვილი ავიაგადამზიდავი, როგორიცაა AIR CHINA –...