ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს.  ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ინდოეთიდან 15 მსხვილ  კომპანიას უმასპინძლა. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულები.

ვიზიტის ფარგლებში, ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

ჩვენი ახალი პროექტი გულისხმობს მასშტაბურისაქორწილო ღონისძიებების მოზიდვასსაქართველოში, ვინაიდან მსგავსი ღონისძიებებიგამოირჩევა მაღალმხარჯველობით. შესაბამისად, ესმიმართულება ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგანმოკლე ვადაში ქვეყანაში დიდი რაოდენობით თანხისშემოსვლა ხდება. ჩვენ მოვიწვიეთ 15 საერთაშორისოკომპანია და ამ კომპანიების წარმომადგენლებსვაცნობთ ჩვენს ქვეყანას და შესაძლებლობებს. მათსაშუალება აქვთ დაამყარონ პირადი კონტაქტებიკერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამბაზარზე ოპერირებენ“, — განაცხადა ტურიზმისეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო დასაგამოფენო ბიუროს უფროსმა ლევან ჯაფარიძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვა, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა, ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და ქორწილების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს დანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან.