ჩვენ თბილისის აეროპორტს გავხდით უფრო დიდს, რათა მეტი მგზავრის მომსახურება მოახერხოს და ბრწყინვალე იყოს მომსახურების ხარისხი, – ამის შესახებ ფრანგული საავიაციო ჯგუფის Groupe ADP-ს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, ფილიპე პასკალმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო წლებში როგორც მგზავრთნაკადი ისე ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

„ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები და ვესწრები საეტაპო მოვლენას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში. დღეს ერთად აღვნიშნავთ ახალი გვერდის, ახალი თავის დაწყებას ჩვენი განვითარების ისტორიაში. ამ ღონისძიებით განვავითარებთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. წარსული წარმატების საფუძველზე, ჩვენ თბილისის აეროპორტს გავხდით უფრო დიდს, რათა მეტი მგზავრის მომსახურება მოახერხოს და ბრწყინვალე იყოს მომსახურების ხარისხი. პირველივე დღიდან, 2006 წელს დავიწყეთ მუშაობა, ორი აეროპორტი გადმოვიდა ჩვენს მართვაში. უკვე განვახორციელეთ 230 მლნ-ის ინვესტიცია და ხელშესახებ შედეგებში გამოიხატება  ჩვენი ერთგულება თანამშრომლობისადმი საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო ავიაციის უწყებებთან, ჩვენს ბიზნესპარტნიორებთან როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.

ტვირთბრუნვა და მგზავრთა რაოდენობა 600 000-დან მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს 63 ავიაკომპანია დაფრინავს 71 დანიშნულების ადგილას და საქართველოს აკავშირებს მთელ მსოფლიოს. ინფრასტრუქტურის მიღმა, წარმატებით ვახერხებთ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ქვეყნის ავიაციის სექტორში. სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემებისა და ინდექსების მიხედვით, ჩვენ საუკეთესო აეროპორტებს შორისაც მოვიხსენიებით თბილისშიც და ბათუმშიც. ეს ჩვენი ძალისხმევის ძალიან წარმატებული მაგალითია. ჩვენი ერთგულება, წარმატება საქართველოში ასახავს ADP ჯგუფის მიდგომას და ტავ-ის აეროპორტების აქცენტირებულ მუშაობას. ჩვენ ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი მართვის კომპანია გლობალურად. 26 აეროპორტის მართვის ფარგლებში, გასულ წელს 380 მილიონი მგზავრის მომსახურება შევძელით მთელ მსოფლიოში. ჩვენი მიზანია, მოვემსახუროთ მგზავრებს, ვამუშაოთ აეროპორტები პასუხისმგებლიანი გზით მთელ მსოფლიოში. ჩვენი საქმიანობის ცენტრშია ჩვენი აქციონერების კმაყოფილება ოთხი ძირითადი ნიშან-თვისების საფუძველზე. პირველი არის მასპინძლობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს სეგმენტი, რათა შევქმნათ საუკეთესო გამოცდილება ყველა და ნებისმიერი მგზავრისთვის; მეორე ნიშან-თვისება არის ჩვენი ხედვა მომავლისა. ჩვენ გვინდა, ყველა აქტივიდან შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენი აქციონერების მოლოდინს გაამართლებს. ინოვაციების კონტექსტიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა განვითარდეს ჩვენი საქმიანობა; მესამე ნიშან-თვისება არის საოპერაციო ბრწყინვალება. ჩვენი ერთგული გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა უმაღლესი სტანდარტი იყოს უსაფრთხოების, კომფორტისა და მდგრადობის მიმართულებით; მეოთხე ნიშან-თვისებაა, უმაღლესი ფასეულობა შევუქმნათ როგორც მგზავრებს, ასევე ჩვენს აქციონერებს.

ძალიან ბევრ ქვეყანაში ვმართავთ აეროპორტებს და ეს მიდგომა გვაძლევს საშუალებას, ვიამაყოთ იმით, რაც საქართველოში კეთდება სამოქალაქო ავიაციის სფეროში. ჩვენ საკუთარი წვლილი შეგვაქვს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა უნიკალური კულტურით და ძლიერი პოტენციალით. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ავიაციის სფეროში დაკავშირებადობა იყოს მნიშვნელოვნად აღიარებული. ჩვენი სიამაყის საფუძველია, რომ ახალი თავი იწერება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაგალითზე. დარწმუნებული ვარ, მომავალში მეტი წარმატება და საეტაპო მოვლენა გვექნება. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რადგან უწყვეტი იყო მათი ნდობა, მხარდაჭერა. სრულად ერთგულნი ვართ ინვესტიციების მიმართულებით, რათა ქვეყნის სტრატეგიული აქტივი კიდევ უფრო განვითარდეს და ჩვენი თანამშრომლობა უფრო პროგრესული იყოს“, – განაცხადა ფილიპე პასკალმა.