ჩვენ Мир-ის (Mir) გადახდის სისტემას ვერ დავამატებდით, არსებობს ბილეთების რეალიზატორი კომპანია NetSky, რომელთანაც გვაქვს ხელშეკრულება. ამ ბილეთების გაყიდვა რომც გვინდოდეს ვერ გავყიდით, ვინაიდან ამის საშუალება ქართული ბანკების საშუალებით არ გვაქვს, – ამის შესახებ Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა.

თამაზ გაიაშვილის განმარტებით, მათ კომპანიას ხელშეკრულება ბილეთების რეალიზატორ უკრაინულ კომპანიასთან აქვს გაფორმებული.

“რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. ჩვენ არავითარი საშუალება არავისთვის არ მიგვიცია, ეს ტყუილი ამბავია. ეს არის უკრაინული კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გვაქვს და ისინი აკეთებენ ამ რეკლამას. ჩვენ Мир-ს გადახდის სისტემას ვერ დავამატებდით, არსებობს ბილეთების რეალიზატორი კომპანია NetSky, რომელთანაც გვაქვს ხელშეკრულება. ამ ბილეთების გაყიდვა რომც გვინდოდეს ვერ გავყიდით, ვინაიდან ამის საშუალება ქართული ბანკების საშუალებით არ გვაქვს”, – აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.

წყარო: ipn.ge

რუსული საგადახდო სისტემების კომპანია Mir-ი, რომლითაც Georgian Airways-ი ბილეთებს ყიდის, შესაძლოა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს არღვევს