როგორ მოვახერხებთ რომ გავხსნათ ტურიზმი და ამავდროულად ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები? – ამ კითხვებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონკრეტული არგუმენტებით პასუხობს. მარიამ ქვრივიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში სტუმრობისას განმარტავს, რომ პოსტ COVID-ურ პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის ინდუსტრია გახდეს ისეთი პასუხისმგებლიანი როგორც არასდროს.
“რაც შეეხება უსაფრთხო დერეფნებს, რა თქმა უნდა ეს პირდაპირპროპორციულად პასუხობს თქვენს მიერ დასმულ კითხვას, როგორ მოვახერხებთ რომ გავხსნათ ტურიზმი და ამავდროულად ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. რადგან აქვე განვმარტავ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის ინდუსტრია გახდეს ისეთი პასუხისმგებლიანი დღეს როგორც არასდროს. ჩვენი ინდუსტრია არ უნდა იყოს უნებლიე ვირუსის გამავრცელებელი.
უსაფრთხო დერეფნები – ეს არის მიმართულება როდესაც ორი ქვეყანა თანხმდება ერთმანეთში იმ კრიტერიუმებზე, რომელიც შეიძლება იყოს დამაკმაყოფილებელი ორივე მიმართულებით, ეს იქნება სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებზე გასატარებელი აქტივობები, ეს შეიძლება იყოს რა დოკუმენტაციით უნდა იმოგზაუროს ადამიანმა, როდესაც ის მოფრინავს ჩვენი სტრატეგიული ქვეყნიდან და ასევე შეეხება იმ მიმართულებას რა პროცედურები უნდა გაიაროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ, როდესაც მათ მოუნდებათ უცხო ქვეყანაში მოგზაურობა.
უსაფრთხო დერეფანი თავისი შინაარსით და სიტყვის წყობითაც რა თქმა უნდა გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად შეიქმნას უსაფრთხო მიმოსვლის კრიტერიუმები. ეს იქნება მინიმუმ სამმაგი ფილტრი. ეს არის ქვეყანა რომელსაც ტოვებს ადამიანი, თავის მხრივ ატარებს შესაბამის საქმიანობას, შემდგომ აეროპორტი. როგორც იცით უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა საერთაშორისო აეროპორტები ცდილობენ, რომ მაქსიმალური მობილიზება გააკეთონ და დანერგონ ისეთი გაიდლაინები რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული.
იქიდან გამომდინარე რომ მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ ელოდება ICAO-ს, ასევე როგორც ევროკომისიის გაიდლაინებს, ჩვენ ისევე როგორც სხვა ქვეყნებს უკვე გვაქვს IATA-ს მიერ დაწესებული რეკომენდაციები და წესები აეროპორტების მიმართებაში თუ როგორ უნდა იყოს ინფრასტრუქტურა. საქართველოს შემთხვევაში სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უკვე მუშაობს გაერთიანებულ აეროპორტებთან ერთად იმ წესებზე თუ რეკომენდაციებზე, რაც აუცილებლად იქნება დანერგილი ქვეყნის ყველა საერთაშორისო აეროპორტში. ეს შეიძლება, მარტივი მაგალითები რომ მოვიყვანოთ, გულისხმობდეს რა თქმა უნდა სოციალურ დისტანცირებას. ძალიან დიდი აქცენტებია გაკეთებული ადამიანებზე ვინც მუშაობენ აეროპორტებში იმისათვის რომ მათ ჰქონდეთ სრული დაცვა ეს იქნება პირბადე, ხელთათმანი თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ასევე ხშირი დეზინფექციის გამოყენება. სწორი დალაგება ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა რიგი აქტივობები გატარდება, თუმცა მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც რომ როგორც ჩვენ ისე მთელი მსოფლიო ელოდება ICAO-სა და ევროკომისიის რეკომენდაციებსა და წესებს.
ბუნებრივია ეს არის ერთ-ერთი ის ოფცია რასაც სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის შესაძლებელია საქართველოც განიხილავდეს. უბრალოდ კონკრეტიკ,უწყება, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული და ვის სტანდარტებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტი ჩვენ ველოდებით მათგან დაახლოებით ერთი თვის ვადაში.
ხაზს გავუსვამ პრემიერ-მინისტრის დავალება ძალიან მკაფიოა და მისი დავალება არის ესეთი რომ, ყველა სასაზღვრო გამშვებ-პუნქტზე ეს იქნება აეროპორტები თუ სახმელეთო საზღვრები მაქსიმუმ დაყოვნება ტურისტის შემოწმების კუთხით არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს, რაც ნიშნავს იმას რომ ყველანაირი საერთაშორისო სტანდარტების აღჭურვილობის საშუალება იქნება ჩვენს ქვეყანაში იმისათვის რომ ძალიან კომფორტული და ძალიან უსაფრთხო იყოს”, განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.