ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა არსებობს ამბიცია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად იქცეს.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას და ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში და მეორე ეტაპზე უკვე დაიგეგმება ბათუმის აეროპორტის სრული მოდერნიზება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.