ჩინურმა კომპანია Deep Blue Aerospace-მა კოსმოსში ტურისტული ფრენის ორი ბილეთი გაყიდა, რომელიც 2027 წელს იგეგმება.
კოსმოსურ ხომალდზე 12 წუთიანი მოგზაურობის 1 მილიონი იუანის (დაახლოებით 140 ათასი დოლარი ) ღირებულების ბილეთები „მყისიერად“ გაიყიდა, წერს გაზეთი Global Times. გადაცემას, რომლის დროსაც ისინი იყიდეს, დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი უყურებდა Taobao-ს სავაჭრო პლატფორმაზე. და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩინურმა კომპანიამ კოსმოსში ფრენის ბილეთები საჯაროდ გამოიტანა გასაყიდად.
ბილეთების მყიდველების ვინაობა გასაიდუმლოებულია.
Deep Blue Aerospace-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კოსმოსური ხომალდი 6 მგზავრს 100-დან 150 კმ-მდე სიმაღლეზე აიყვანს, სადაც ისინი დაახლოებით 12 წუთს გაატარებენ უწონად მდგომარეობაში. დარჩენილი ბილეთები, როგორც ჩანს, მოგვიანებით გაიყიდება.