ჩინეთში 2024 წელს საჰაერო მიმოსვლამ რეკორდს მიაღწია. ამის შესახებ Xinhua წერს.

ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს (CAAC) მონაცემებით, 15 დეკემბრის მდგომარეობით, ავიაკომპანიებმა 700 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს.

მთელი 2023 წლისთვის მათმა რაოდენობამ 620 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 2,5-ჯერ მეტია.

საჰაერო მოგზაურობის ბაზრის ძლიერი აღდგენა წელს დიდწილად განაპირობა შიდა ფრენებმა, რომელიც  დაახლოებით 640 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 14%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. საერთაშორისო მარშრუტებზე მგზავრების რაოდენობა 2,3-ჯერ გაიზარდა – 60 მილიონზე მეტი ადამიანი შეადგინა.

პიკური ყოველდღიური სამგზავრო მიმოსვლა წელს იყო 2,45 მილიონი მგზავრი, რაც 9,8%-ით მეტია გასული წლის დღიურ პიკთან შედარებით.

ფრენების საშუალო დატვირთვა იყო 83%, დაახლოებით იგივე, რაც პანდემიამდელი დონე იყო.