ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შემდეგ როგორც ჩანს, ჩინური ავიაკომპანიები რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან თავს იკავებენ. საუბარია საქართველოსა და უნგრეთის მიმართულებით ფრენებზე.
ამის შესახებ South China Morning Post წერს.
გამოცემის ცნობით, დასავლეთ ჩინეთის ქალაქ ურუმჩისა და საქართველოს დედაქალაქ თბილისს შორის ფრენები რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონს, დაღესტანს გვერდს უვლის. ხოლო 26 დეკემბრიდან China Southern Airlines-ისა და Air China-ს თვითმფრინავები კასპიის ზღვის გადაკვეთის შემდეგ, აზერბაიჯანის გავლით საქართველოს საჰაერო სივრცეში შედიან და იმავე მარშრუტით ბრუნდებიან.
ცვლილებები ასევე შეინიშნებაChina Southern-ის ფრენებზე, რომლებიც აკავშირებენ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს სამხრეთ ჩინეთის გუანჯოუსთან.
იმის ნაცვლად, რომ კასპიის ზღვის გადაკვეთის შემდეგ თვითმფრინავი დაღესტნის გავლით ჩასულიყო უნგრეთში, China Southern-ის თვითმფრინავებმა გასულ კვირას ცენტრალურ და დასავლეთ რუსეთში გაფრინდნენ, სანამ სამხრეთით ბუდაპეშტში გაფრინდნენ. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ზოგჯერ ამ მარშრუტს Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფამდეც იყენებდა.
თუმცა, ჩინეთის გადამზიდავების უმეტესობა აგრძელებს ტრადიციული მარშრუტების გამოყენებას რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით. კერძოდ, დასავლეთ ევროპასა და სკანდინავიაში მიმოსვლისთვის.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ Azerbaijan Airlines-ის (AZAL) სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აქტაუსმახლობლად ჩამოვარდა, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის “პანცირ-ს” თავდასხმის მსხვერპლი გახდა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის თავდასხმა გახდა. როგორც ირკვევა, თვითმფრინავს არ მისცეს გროზნოს, მახაჭკალისა და მინერალნიე ვოდის აეროპორტებში დაშვების უფლება და გადაამისამართეს აქტაუში, რითაც მიზნად ისახავდნენ თვითმფრინავის კასპიის ზღვაში ჩავარდნას და მოწმეების გაქრობას.
ასევე აღინიშნა, რომ თვითმფრინავის საკომუნიკაციო სისტემა მთლიანად პარალიზებული იქნა რუსული მხარის მიერ ელექტრონული საბრძოლო სისტემების გამოყენების გამო.