ჩინურმა DJI-მ წარმოადგინა მინიატიურული უპილოტო საფრენი აპარატი Neo, რომელიც განკუთვნილია მისი მფლობელის გადასაღებად.
მოწყობილობას კონტროლიორის გარეშე შეუძლია მუშაობა, დრონის ღირებულება კი მხოლოდ 199 ევროა. დრონს შეუძლია მომხმარებლის თვალყურის დევნება, ადგილზე დგომა, გარშემო შემოხაზვადა სურათის ზომის მასშტაბირება ან შემცირება.
DJI Neo გაშვება წამებში ხდება, ის ჩაწერს საჭირო მასალას და შემდეგ ბრუნდება მიწაზე, უფრო ზუსტად პირდაპირ ხელის გულზე. დაცემის შემთხვევაში მოქნილი ჩარჩო საშუალებას აძლევს გაუძლოს დარტყმას. დრონის ბატარეა იტენება USB Type-C-ის საშუალებით 50 წუთში 15 ვტ-ზე; პარალელურად, შეგიძლიათ დატენოთ სამი ბატარეა (45 W) საათში.