ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ დაამტკიცა ახალი საერთაშორისო აეროპორტის, Pearl River Delta Hub (Guangzhou New) მშენებლობა სამხრეთ პროვინცია გუანგდონში. პროექტის განხორციელებით გადაჭრის გზებზე საცობების პრობლემას და ასევე რეგიონს საერთაშორისო სატვირთო ჰაბად აქცევს.
ახალი ობიექტი მოემსახურება რამდენიმე ქალაქს და პროვინციის დედაქალაქ გუანჯოუს.
აეროპორტი ფუნქციონირებას 2028 წელს დაიწყებს. დაგეგმილია, რომ 2035 წლისთვის მისი წლიური გამტარუნარიანობა 30 მილიონი მგზავრი იქნება, ხოლო 2050 წლისთვის – ორჯერ მეტი. ფინანსური გამოცემა Cailianshe-ის თანახმად, ჰაბის ტვირთბრუნვა 2030 წლისთვის 500 ათას ტონას მიაღწევს, ხოლო 2050 წლისთვის 2,2 მილიონ ტონას.