ჩინეთში ბორტგამყოლებს საფენების ტარება ურჩევენ. აღნიშნულ რეკომენდაციას შეიცავს დოკუმენტი, რომელიც ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის მმართველმა ორგანომ შეიმუშავა. მიზეზი კი COVID-19-ით დაინფიცირების მინიმუმამდე დაყვანაა. საფენის შემთხვევაში ბორტგამყოლისათვის საპირფარეშოში შესვლა საჭირო აღარ არის, სადაც ყველა დადის და ინფიცირების რისკი არსებობს. 

COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით საპირფარეშო ბორტზე ერთ-ერთ ყველაზე სარისკო ადგილად მიიჩნევა. მაგალითად, აგვისტოში იტალიიდან სამხრეთ კორეაში მიმავალი მგზავრი COVID-19-ით სწორედ მოგზაურობის დროს დაინფიცირდა. ერთადერთი ადგილი კი, სადაც მას N95 ტიპის ნიღაბი არ ეკეთა, საპირფარეშო იყო. შესაბამისად, დაინფიცირების სავარაუდოდ ადგილად სწორედ ის დასახელდა.

არ არის გამორიცხული, რომ პანდემიამ თვითმფრინავის საპირფარეშოს დიზაინის ცვლილება გამოიწვიოს. ამ მიმართულებით ფიქრი უკვე დაწყებულია