ჩინეთმა პეკინსა და შანხაიში ჩასული საერთაშორისო რეისების მგზავრებისგან COVID-19-ზე ანალური ტესტების გამოყენება დაიწყო, წერს The Daily Mail.
ჯერჯერობით, აღნიშნული ტიპის ტესტირებას შერჩევით იყენებენ. მაგალითად, მას გადიან მგზავრები, რომლებიც ჩინეთში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩადიან, ან თუკი თვითმფრინავში 5-ზე მეტი COVID-19-ით ინფიცირებული მგზავრი აღმოჩნდება.
ტესტირებისთვის მგზავრებს სტერილური ბამბის ტამპონი ურიგდებათ, რომელიც რამდენიმე სანტიმეტრით სწორ ნაწლავში უნდა მოათავსონ.
ჩინეთის ხელისუფლების ტესტირების ახალმა პრაქტიკამ უკვე გამოიწვია პროტესტი აშშ-ს, იაპონიის, სამხრეთ კორეის და გერმანიის მხრიდან, რადგანაც ამ ტიპის ტესტირება ადამიანებს ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს.
რატომ?
ჩინელი ექიმების აზრით, ახალი ტიპის ტესტირება, თავიდან აიცილებს COVID-19-ზე ცრუ უარყოფით შედეგებს.
ეს იმიტომ ხდება, რომ ვირუსის ნაწილაკები ნაწლავში უფრო დიდხანს ძლებენ, ვიდრე ცხვირში ან ყელში, საიდანაც სტანდარტული PCR ტესტისთვის სინჯების აღება ხდება.
მთავარი რეგულაციები ჩინეთმა საჰაერო გზით გადაყვანილ მგზავრებში COVID-19-ის გამოსავლენად ანალური ტესტების გამოყენება დაიწყო