ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიის ლიდერებმა Air China-მა, China Southern Airlines-მა და China Eastern Airlines-მა Airbus-ისგან 292 საჰაერო ხომალდის შეძენის შესახებ განაცხადეს. გარიგების საერთო ღირებულება 37 მლრდ დოლარს აჭარბებს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანია Air China-მ განაცხადა, რომ 64 ერთეულ A320neo-ს შეიძენს. იგივე მოდელის 32 თვითმფრინავს შეისყიდის Air China-ს შვილობილი კომპანია Shenzhen Airlines-ი. საერთო ჯამში ორივე ავიაკომპანია 96 თვითმფრინავში, დაახლოებით 12,2 მლრდ დოლარს გადაიხდის.
China Southern Airlines-მა განაცხადა რომ შეიძენს 96 ერთეულ A320neo-ს, რაც სავარაუდოდ 12,4 მლრდ დაუჯდება.
China Eastern Airlines-ი კი 100 ერთეული A320neo-ს შეძენას გეგმავს, რაშიც 12,7 მლრდ დოლარის გადახდას პროგნოზირებს.
თვითმფრინავებს ავიაკომპანიები 2024 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში მიიღებენ.