2024 წლის ბოლოსთვის ჩინეთის ტურიზმისა და ტურისტული სექტორი ეროვნულ ეკონომიკაში, რეკორდულ, 12,6 ტრილიონ იენს მოიზიდავს, ხოლო შიდა მოგზაურობის ხარჯები 6,79 ტრილიონ იენს მიაღწევს. ამის შესახებ WTTC-ის 2024 წლის Economic Impact Research-შია აღნიშნული.
წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ჩინეთის ტურიზმის სექტორში დასაქმება შეიძლება ქვეყანაში არსებული სამუშაო ადგილების 10,6%-ს შეადგენდეს და ეს მხოლოდ 2%-ით ნაკლებია 2019 წლის მონაცემებთან შედარებით.
თუმცა, მიუხედავად ამ ზრდისა, საერთაშორისო ტურისტების ხარჯები წელს მოსალოდნელია, რომ პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით 25%-ზე მეტით დაბალ დონეზე დარჩება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორმა ძლიერი აღდგენის ნიშნები აჩვენა, საერთაშორისო მოგზაურობის ხარჯები ქვეყნის მოგზაურთათვის მოგვიანებით „გახსნის“ გამო შემცირდა“, განმარტა WTTC-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯულია სიმპსონმა.
გასულ წელს ტურისტული ინდუსტრიის წვლილმა ჩინეთის ეკონომიკაში 9,2 ტრილიონი იენი შეადგინა, რაც 24%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, და მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა ამ სფეროში გაიზარდა თითქმის 16%-ით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა შემცირდა 4,8 მილიონით, 77,47 მლნ დასაქმებულამდე.
შიდა ტურისტების ხარჯები ასევე უფრო ნელა გაიზარდა გასულ წელს და მიაღწია 5 ტრილიონ იენს, რაც 17.2%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებლებთან, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობის ხარჯებმა 406 მილიარდ იენზე ოდნავ მეტი შეადგინა, თითქმის 58%-ით ნაკლები ვიდრე Covid-ის წინა პერიოდში.
წელს, მოგზაურობისა და ტურიზმის მოცულობა ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში 29%-ზე მეტით გაიზრდება და რეკორდულ 2,3 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. იმავდროულად სამუშაო ადგილების რაოდენობამ შეიძლება 89,5 მილიონს გადააჭარბოს, რაც 2019 წლის მაჩვენებლებთან ოდნავი ჩამორჩენაა.
გარდა ამისა, საერთაშორისო ხარჯები, სავარაუდოდ, 250 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება, შიდა ტურისტული ხარჯები კი 1,2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც პანდემიამდელ დონეს თითქმის 10%-ით აჭარბებს.