ჩინეთის მთავრობამ ყველა მგზავრს დაავალდებულა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი აეროპორტით სარგებლობისას COVID-19-ზე ტესტის ჩაიტარონ.
როგორც ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, ყველა მგზავრი, რომელიც საზღვარგარეთ ჩინეთის მიმართულებით აპირებს მგზავრობას, მან ფრენამდე 5 დღის ვადაში COVID-19-ზე ტესტი უნდა გაიკეთოს და ამ ტესტის პასუხიც ნეგატიური უნდა იყოს.
ნებისმერი მგზავრი, ეს იქნება უცხოეთის მოქალაქე თუ თავად ჩინეთის მოქალაქე გამგზავრებამდე ტესტს ჩინეთის საელჩოების მიერ მითითებულ სამედიცინო პუნქტებში ჩაიტარებს.
მგზავრობისთვის კი უცხოეთის მოქალაქე ვალდებულია ტესტის პასუხი ჩინეთის საელჩოში წარადგინოს, რათა შესაბამისი დოკუმენტების შევსება შეძლოს. რაც შეეხება ჩინეთის მოქალაქეებს მათ ტესტის პასუხები ონლაინ, WeChat-ის პლატფორმაზე უნდა ატვირთონ.
ხოლო რაც შეეხება გადამყვან ავიაკომპანიას, ის QR-კოდის საშუალებით გადაამოწმებს მგზავრის მონაცემებს და ამის შემდეგ მისცემს საჰაერო ხომალდში ჩასხდომის უფლებას.