ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისათვის თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე უარი განაცხადა, იტყობინება სააგენტო rbc რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს მაღალჩინოსანზე, ვალერი კუდინოვზე დაყრდნობით.
მანამდე აშშ-მ და ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავებისთვის ცის დაკეტვის შესახებ გამოაცხადეს. Airbus-მა და Boeing-მა შეწყვიტეს რუსული კომპანიების თვითმფრინავების მომსახურება და რუსეთისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება.