ჩინეთი კვირის განმავლობაში 134-მდე საერთაშორისო რეისს მიიღებს. აღნიშნული კვოტა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებამ დააწესა, რაც თავის მხრივ COVID-19-ის გავრცელების პრევენციას და რისკებს მართვას უკავშირდება.
”ამჟამად, საერთაშორისო ფრენების რაოდენობა შენარჩუნებული იქნება კვირაში 134 რეისის დონეზე. თუმცა ფრენის აღნიშნული გრაფიკი ცვლილებას ექვემდებარება. მაგალითად, ამ კვირაში მხოლოდ 108 საერთაშორისო ფრენა იქნება”, განმარტავენ ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებაში.
როგორც ცნობილია COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ჩინეთმა საერთაშორისო რეისები შეწყვიტა, თუმცა 26 მარტიდან ქვეყანამ ავიაკომპანიების ნაწილს საერთაშორისო რეისების განხორციელების ნებართვა მისცა. საუბარია თითო ავიაკომპანიის მიერ კვირაში ერთი საერთაშორისო რეისის განხორციელებაზე. იმავდროულად აღნიშნულ რეისზე დატვირთულობის კოეფიციენტი 75%-ზე მეტი არ უნდა იყოს.