ჩინეთში სერთიფიცირებული სამოქალაქო ავიაციის აეროპორტების საერთო რაოდენობა 2025 წლისთვის 500-ს მიაღწევს, – ამის შესახებ პროგნოზს ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიის ასოციაცია (AVIC) აკეთებს.

ჩინეთი შეეცდება მიაღწიოს მიზანს, რომ ქვეყნის 2,800 საგრაფოდან თითოეულს ჰქონდეს საკუთარი აეროპორტი, განაცხადა AVIC-ის სპიკერმა კაო ჰემ ტიანჯინში მე-6 ჩინეთის ვერტმფრენების გამოფენის დროს.

2022 წლის ბოლოს ჩინეთში ფუნქციონირებდა 399აეროპორტი, რაც წინა წელთან შედარებით 29-ით გაზრდილი მაჩვენებელია.