ავიაკომპანია “China Eastern Airlines” 2025 წლის 4 დეკემბრიდან გეგმავს მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი სამგზავრო ავიარეისის დაწყებას შანხაიდან ბუენოს-აირესისკენ.

ეს მარშრუტი, რომლის მანძილიც 20,200 კილომეტრს შეადგენს, ხანგრძლივობით გადააჭარბებს ყველა სხვა რეგულარულ სამგზავრო ავიამარშრუტს.

მგზავრობის ხანგრძლივობა – ბუენოს-აირესის მიმართულებით: მგზავრობა 26 საათზე ოდნავ ნაკლები იქნება, ხოლო უკანა რეისი (ბუენოს-აირესიდან): მგზავრობა 29 საათს გაგრძელდება.

29-საათიანი მგზავრობა მოიცავს 2.5-საათიან შეჩერებას (სტოს) ოკლენდში(ახალი ზელანდია). რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.

მგზავრებს ხელმისაწვდომი ექნებათ პირველი, ბიზნეს და ეკონომკლასის მომსახურება.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

ცალმხრივი ბილეთის ფასი შანხაიდან 1,280 ფუნტი სტერლინგიდან (დაახლოებით 140.7 ათასი რუსული რუბლი) იწყება.

ორმხრივი ბილეთის ღირებულება დაახლოებით 1,400 ფუნტი სტერლინგია (დაახლოებით 154 ათასი რუსული რუბლი).

ამ დრომდე მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ რეისად “Singapore Airlines”-ის 19-საათიანი ფრენა ნიუ-იორკი – სინგაპური მიიჩნეოდა.