ჩინურმა ავიაკომპანია China Eastern Airlines-მა კორპორაცია Boeing-სგან კომპენსაცია მოითხოვს. ავიაგადამზიდავი აცხადებს, რომ 737 MAX -ების გაჩერებისა და დაგვიანებით მიღებული ლაინერების გამო ეკონომიკური ზარალი მიიღო, რასაც ანაზღაურება სჭირდება. როგორც უცხოური მედია წერს, ჩინურ ავიაკომპანიას Boeing-ის გამო 14 ერთეული 737 MAX-ის გაჩერება მოუხდა და მათ ოპერირებას ვეღარ ახდენს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში Boeing 737 MAX-ის მოდელის თვითმფრინავების ავიაკატასროფისა თუ ამა თუ იმ ხარვეზის დაფიქსირების შემდეგ მსოფლიოს ავიაკომპანიებმა და ქვეყნებმა ამ მოდელის თვითმფრინავების ექსპლუატაცია, გამოძიების დასრულებამდე შეაჩერეს.