ტაივანის მთავრობის გადაწყვეტილებით ავიაკომპანია China Airlines-ს სახელი გადაერქმევა.

რებრენდინგის შესახებ კანონი ტაივანის საკანონმდებლო იუანმა (კუნძულის პარლამენტი) მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიის წინადადებით, რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

ტავანის რადიოს ინფორმაციით, ბოლო თვეებში ტაივანი აქტიურად აწვდიდა COVID-19-თან საბრძოლველად სხვადასხვა ქვეყნებს პირბადებსა და სამედიცინო ნაწარმს.

სამედიცინო ტვირთების ტრანსპორტირებას კი ავიაკომპანია China Airlines-ი ახორციელებდა, რომელიც აღიქმებოდა როგორც ჩინური ავიაკომპანია.

ახლად მიღებული კანონი კი ამ მოსაზრებებს წერტილს დაუსვამს, რადგანაც შესაძლებელი ხდება, რომ ავიაკომპანიას სახელი შეეცვალოს და მისი ჩინეთთან ასოცირება შეწყდეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახელი დაერქმევა ავიაკომპანიას, თუმცა დიდი ალბათობით მის სახელწოდებაში გაჩნდება სიტყვა – Taiwan.

ავიაკომპანია China Airlines-ი 1959 წელს ტაივანში დაფუძნდა.