საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) განგაშს ტეხს: საგანგებო სიტუაციების დროს მგზავრები სულ უფრო ხშირად ცდილობენ თვითმფრინავის დატოვებას ხელბარგით ხელში. ეს ქცევა, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში აშკარად ჩანს, ევაკუაციის პროცესს აფერხებს და სიკვდილიანობის რისკს მკვეთრად ზრდის.
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თვითმფრინავის სრული ევაკუაცია მაქსიმუმ 90 წამშ იუნდა მოხდეს. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ნორმატივი ხშირად ირღვევა:
ზედა სათავსოდან ჩანთის გადმოღებაზე დახარჯული რამდენიმე წამიც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს სხვებისთვის, ვინც რიგში დგას.
დიდი ზომის ჩემოდნები აფერხებს მოძრაობას ვიწრო გასასვლელებში და აზიანებს გასაბერ ტრაპებს.
“ეს ქცევა უკიდურესად სახიფათოა არა მხოლოდ მათთვის, ვინც ბარგის გადარჩენას ცდილობს, არამედ ყველა მგზავრისთვის. ევაკუაციის შეფერხებას ტრაგიკული შედეგები მოჰყვება,” — აცხადებს IATA-ს გენერალური დირექტორი, უილი უოლში.
ექსპერტები იხსენებენ 2024 წლის ინციდენტს ტოკიოს ჰანედას აეროპორტში, სადაც ცეცხლმოკიდებული Japan Airlines-ის თვითმფრინავიდან მგზავრების გამოყვანას 18 წუთიდასჭირდა. კვამლისა და პანიკის პირობებში მსგავსი დაგვიანება გადარჩენის შანსებს მინიმუმამდე ამცირებს.
2026 წლისთვის ასოციაცია გეგმავს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას. გარდა ამისა, დაიწყება სპეციალური კვლევა იმის დასადგენად, თუ რატომ ავლენენ ადამიანები ექსტრემალურ სიტუაციაში ამ “უცნაურ ინსტინქტს” და რატომ ებღაუჭებიან ნივთებს მაშინ, როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კვლევის შედეგები 2026 წლის ივნისისთვის გახდება ცნობილი.
ავიაციის სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ: ევაკუაციისას ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა დატოვოთ ყველა ნივთი და დაუყოვნებლივ გაეცალოთ ხომალდს.












