უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი სფეროს რომელიმე დიდ მოთამაშესთან კონსოლიდაციას გამორიცხავს. ავიაკომპანიის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი BM TV-ს გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე გიორგი მოლოდინაშვილთან ერთად“ აცხადებს, ბაზრები ნეგატიურად რეაგირებენ სფეროში არსებულ არაპროგნოზირებად მომავალზე და ამის გამო ევროპაში თითქმის ყველა ავიაკომპანიის აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა. თუმცა ვარადი მიიჩნევს, რომ სწორედ ახლაა დრო დაინტერესებულმა პირებმა Wizz Air-ის აქციები იყიდონ.
„თუ შევხედავთ ჩვენი ავიაკომპანიის სადამფუძნებლო სტრუქტურას, ჩვენ გვყავს ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორი და ინვესტორი კომპანია „ინდიგო“ და ამ სიტუაციაში ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს კომპანიის განვითარებას და ყოველგვარი სპეკულაცია გამორიცხულია, რომელიც შეარყევს ავიაკომპანიის პოზიციებს. ამიტომ ჩემი რჩევა ყველას მიმართ იქნება, რომ ახლა სწორედ ის დროა რომ შეიძინონ Wizz Air-ის აქციები.
ცხადია ბაზრები ნეგატიურად რეაგირებენ არაპროგნოზირებად მომავალზე, რომელიც სფეროშია და ამის გამო ევროპაში თითქმის ყველა ავიაკომპანიის აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა. ამას ემატება კონფლიქტი უკრაინაში რაც უფრო ამწვავებს სიტუაციას. მთავარი ის არის, რომ ბიზნესის ფუნდამენტური კომპონენტები სტაბილურია და და ავიაკომპანია Wizz Air რჩება ინდუსტრიის ერთ – ერთი ყველა ძლიერი მოთამაშედ.
დღეისათვის ჩვენს ავიაკომპანია აქვს ყველაზე დიდი შეკვეთა გაკეთებული მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე Airbus 321NEO – ს ტიპის თვითმფრინავების. ამავე დროს ჩვენ აქტიურად ვახდენთ ბაზრების დივერსიფიკაციას და ვახორციელებთ ინვესტირებას ამ მიმართულებით. ავიაკომპანია Wizz Air, როგორც ძლიერი და ეფექტური კომპანია ადვილად ახდენს სხვადასხვა ბაზრების ათვისებას და კულტურული განსხვავებულობის მიუხედავად ახერხებს ამ ბაზრებზე ადაპტირებას. შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ძალიან კარგ ფორმაში ვართ”, აცხადებს ჯოზეფ ვარადი.