ჰონგკონგურმა ავიაკომპანია Cathay Pacific-მა და Boeing-მა პირველი Boeing 777-ი აშშ-ში, არიზონას შტატში მდებარე საავიაციო მუზეუმ Pima Air&Space Museum-ს გადასცეს.

ავიალიანერი Boeing 777-200-ი 1994 წელსაა გამოშვებული და მისი სერიული ნომერია WA001. აღნიშნულმა თვითმფრინავმა პირველი ფრენა 1994 წლის 12 ივნისს განახორციელა.

Церемония выкатки первого Boeing 777 модификации 777-200 в 1994 году
2000 წელს თვითმფრინავი კომერციული გამოყენებისთვის ავიაკომპანია Cathay Pacific-ს გადაეცა და მის მფლობელობაში ფრენებს 2018 წლის მაისამდე ასრულებდა.
Первый прототип Boeing 777 в небе

18 წლის განმავლობაში, აღნიშნული Boeing-ით  Cathay Pacific-მა განახორციელა 20519 რეისი, რაც 49687 საათიან ფრენას გულისხმობს.

Boeing 777-ი გახდა პირველი თვითმფრინავი, რომელიც  fly-by-wire ტექნოლოგიას იყენებს.