ჰონგკონგურმა ავიაკომპანია Cathay Pacific-მა და Boeing-მა პირველი Boeing 777-ი აშშ-ში, არიზონას შტატში მდებარე საავიაციო მუზეუმ Pima Air&Space Museum-ს გადასცეს.
ავიალიანერი Boeing 777-200-ი 1994 წელსაა გამოშვებული და მისი სერიული ნომერია WA001. აღნიშნულმა თვითმფრინავმა პირველი ფრენა 1994 წლის 12 ივნისს განახორციელა.
18 წლის განმავლობაში, აღნიშნული Boeing-ით Cathay Pacific-მა განახორციელა 20519 რეისი, რაც 49687 საათიან ფრენას გულისხმობს.
Boeing 777-ი გახდა პირველი თვითმფრინავი, რომელიც fly-by-wire ტექნოლოგიას იყენებს.