ჰონგ კონგში დაფუძნებულმა ავიაკომპანია Cathay Pacific-მა ახალი პრემიუმ ეკონომ სალონი წარმოადგინა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება განახლებულ Boeing 777-300ER-ის ბორტზე.
ახალი სავარძლები აღჭურვილია ტყავის თავის მისაყუდებელით და ბალიშებით, 15.6 დიუმიანი 4K ულტრა მაღალი გარჩევადობის ეკრანებით და პერსონალური სათავსოებით. ასევე არის საზურგის დახრილობისა და ფეხის საყრდენი მართვის პანელი.
გარდა ამისა, სალონი აღიჭურვება ახალი სენსორული საპირფარეშოებით.