Cathay Group-მა ხელი მოაწერა განზრახვის წერილს (Letter of Intent, LoI) დამატებითი 32 Airbus A321neo თვითმფრინავის შეძენაზე.

თვითმფრინავი შეძენილი იქნება ჯგუფის კუთვნილი ავიაკომპანიებისთვის Cathay Pacific და HK Express. შემოთავაზებული ახალი შესყიდვა მნიშვნელოვნად გაზრდის Cathay Group ავიაკომპანიების გამტარუნარიანობას, გააძლიერებს მათ პოზიციებს როგორც პრემიუმ, ასევე დაბალფასიანი სამგზავრო ბაზარზე. მოსალოდნელია, რომ ახალი კონტრაქტით მიწოდება 2029 წლისთვის განხორციელდება.

Cathay Group-მა უკვე მიიღო 13 ერთეული Airbus A321neo თვითმფრინავი 2017 წელს განთავსებული 32 თვითმფრინავის თავდაპირველი შეკვეთიდან (აქედან 12 დაფრინავს Cathay Pacific-ში და ერთი HK Express-ში).

Cathay Pacific-მა ამ კვირაში გამოაცხადა სოლიდური მომგებიანობის დაბრუნება წლის პირველ ნახევარში საჰაერო მოგზაურობის აღდგენის წყალობით. ჰონგ კონგის ავიაკომპანია გეგმავს აღადგინოს პანდემიამდელი ტრაფიკის 70% არაუგვიანეს ამ წლის ბოლომდე, შემდეგ კი 100%-ით აღადგინოს 2024 წლის ბოლომდე.