Boeing-მა და სატვირთო ავიაკომპანია Cargolux-მა დაასრულეს კონტრაქტი 777-8F სატვირთო თვითმფრინავზე, რომელიც გამოცხადდა Farnborough Air Show-ზე მიმდინარე წლის ივლისში. ხელმოწერილი ხელშეკრულება მოიცავს ათი თვითმფრინავის მყარ შეკვეთას და კიდევ 6 სამომავლო შეკვეთას.

„Boeing 777-8-ის სატვირთო ვერსია არის ჩვენი 747-400-ების სასურველი შემცვლელი და Cargolux მზად არის გააგრძელოს თავისი მუდმივი ურთიერთობა Boeing-თან“, – თქვა Cargolux-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ ფორსონმა.