ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ​რეგულარული სატვირთო საჰაერო მიმოსვლის განრიგი უკვე ცნობილია. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამ დროისათვის გაწერილი გრაფიკის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კვირაში 9 სატვირთო რეისს მიიღებს, რომელსაც ავიაკომპანიები Cargolux-ი, Turkish Cargo და Geo Sky განახორციელებენ.

GCAA-ს ინფორმაციით, Cargolux-ი ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ლუქსემბურგი-თბილისის და თბილისი-ნოვოსიბირსკის მიმართულებებზე განახორციელებს სატვირთო რეისებს. ყველა რეისი სამშაბათობით შესრულდება.

Turkish Cargo თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირის განმავლობაში სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 2-2 რეისს (ხუთშაბათი და შაბათი) განახორციელებს, ხოლო თბილისიდან იზმირისა და ბუქარესტის მიმართულებით კი 1-1 რეისს. (ბუქარესტი – ხუთშაბათი და იზმირი – შაბათი).

რაც შეეხება Geo Sky-ს ავიაკომპანია საქართველოს გავლით, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებს.

არსებული განრიგის თანახმად, თბილისი-ჩჟენჩჟოუს მიმართულებაზე Geo Sky 3 რეისს (სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა) შეასრულებს, ხოლო ჩჟენჩჟოუ-თბილისის მიმართულებაზე ასევე 3 რეისს ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს.

რაც შეეხება Geo Sky-ს ფრანკფურტის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ სატვირთო რეისებს, ის კვირაში ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შესრულდება.