არქიტექტურულმა კომპანია Bjarke Ingels Group (BIG) ბუტანის გელეფუს საერთაშორისო აეროპორტის დიზაინი წარმოადგინა. ქვეყანაში ახალი ტერმინალის გახსნა 2029 წელს იგეგმება.
აეროპორტის ტერმინალი Gelephu Mindful City-ის გენერალური გეგმის ნაწილია, რომელიც გახდება ჰიმალაის მთისწინეთში ეკონომიკური და მდგრადი ზრდის კერა.
სარპანგის რაიონში მდებარე აეროპორტი 2040 წლისთვის წელიწადში 1,3 მილიონ მგზავრს გაატარებს, 2065 წლისთვის კი მისი სიმძლავრე 5,5 მილიონამდე გაიზრდება. ის დღეში 123 ფრენას მოემსახურება.