ბულგარული ავიაკომპანია Bulgaria Air-ი საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა და მისი შესწავლა დაიწყო. ბულგარეთში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი თამარ ლილუაშვილი Bulgaria Air-ის მენეჯმენტს უკვე შეხვდა და საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც ელჩი აცხადებს, Bulgaria Air-ის წარმომადგენლები შესაძლოა მალე თბილიში ჩამოვიდნენ და საქართველოს ავიაბაზარს და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნონ.
“სასიხარულოა, რომ მეტი ევროპული ავიაკომპანია ინტერესდება საქართველოს ავიაბაზრით. საქართველოსთვის მეტი ევროპელი ტურისტი მნიშვნელოვანია და ჩვენც ჩვენი მხრივ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უცხოურ ბაზრებზე საქართველოს პრომოუშენი გავაკეთოთ”, განაცხადა თამარ ლილუაშვილმა.