ბულგარეთის რესპუბლიკაში საგანგებო ეპიდემიური მდგომარეობა გახანგრძლივდა 2020 წლის ნოემბრის ბოლომდე! შესაბამისად, შენარჩუნდა არსებული შეზღუდვები.

✅ ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის ბრძანების თანახმად, საქართველო შეყვანილია იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ შემოსვლა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
აღნიშნული ბრძანება მოქმედებს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე.

⭕️ ევროკავშირის წევრი და შენგენის სივრცის წევრი სახელმწიფოებიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლაც და მისი ტრანზიტულად გავლაც. აგრეთვე, პირდაპირ საქართველოდან მომავალ საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ ბულგარეთში შემოსვლა. ასევე, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტოიიდან შემომავალ საქართველოს მოქალაქეებს. აღნიშნულ პირებს კარანტინი/თვითიზოლაცია არ მოუწევთ!

‼️მესამე ქვეყნებიდან/ის გავლით (საქართველოსა და ევროკავშირი/შენგენის სივრცის ქვეყნების გარდა) მომავალმა საქართველოს მოქალაქეებმა, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსასვლელად, უნდა წარმოადგინონ COVID (PCR) ტესტის უარყოფითი შედეგის მაჩვენებელი სერტიფიკატი. აღნიშნული ტესტი უნდა იყოს გაკეთებული ქვეყანაში შემოსვლის მომენტისთვის ბოლო 72 საათის განმავლობაში.